რელიგიური რევერანსი - კვირის პალიტრა

რელიგიური რევერანსი

საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორები ნუგზარ წიკლაური, ლაშა თორდია და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩაითვლებიან საქართველოსთან მჭიდრო ისტორიულ კავშირში მყოფი რელიგიური გაერთიანებები:

რომის კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, მუსლიმანთა თემი და იუდეველთა თემი. ამ კანონპროექტმა საპარლამენტო ოპოზიცია აღაშფოთა. ოპოზიციონერებმა უმრავლესობას ურჩიეს, ჯერ ჰკითხონ ქართულ ეკლესიას, იჩენენ თუ არა მეზობელი ქვეყნები მის მიმართ მსგავს კეთილ ნებას და შემდეგ იფიქრონ სხვა კონფესიების სტატუსის გაზრდაზე.