ვანუატუმ მხარი დაგვიჭირა, სომხეთმა - არა - კვირის პალიტრა

ვანუატუმ მხარი დაგვიჭირა, სომხეთმა - არა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც აღიარებს დევნილთა დაბრუნებისა და ქონებრივ უფლებებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

რეზოლუციას მხარი 57-მა ქვეყანამ დაუჭირა, 74-მა თავი შეიკავა, 13 კი წინააღმდეგი იყო.

ნაურუს თავი შეუკავებია, ვანუატუმ მხარი დაგვიჭირა, მოძმე სომხეთს კი პროქართული რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერია. კენჭისყრის დღეს საქართველოში იმყოფებოდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი. საინტერესოა, განუმარტა თუ არა მან გრიგოლ ვაშაძეს გაეროში თავისი ქვეყნის პოზიციის მიზეზი, თუმცა ოფიციალური თბილისის დუმილი გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ეს ქართულ მხარესთან შეთანხმებული იყო.