ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდეს - კვირის პალიტრა

ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

"ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ოქრუაშვილი ბრალდებულია უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში.

სამართალდამცველებმა ოქრუაშვილის ბიძისთვისაც მოიცალეს და ის საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. "ქართული პარტიის" ინფორმაციით, დააკავეს ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლი გოჩა ჩიხლაძე, ეროსი კიწმარიშვილის მძღოლი თეიმურაზ ელყანიშვილი, პარტიის მძღოლი ბესიკ ბერიტაშვილი და პარტიის სხვა წევრები. სოზარ სუბარის მტკიცებით, დაკავებულებს აწამებენ (ვრცლად იხ. გვ. 14).