არასრულწლოვანი პოლიციელებს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

არასრულწლოვანი პოლიციელებს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა ზუგდიდის პოლიციაში, სადაც ძარცვაში ეჭვმიტანილი მეთერთმეტეკლასელი იმყოფებოდა. მისი მშობლების თქმით, ხუთმა პოლიციელმა ბიჭს ჯერ სცემა და შემდეგ კი ერთ-ერთმა, კოხტა კოდუამ განუცხადა, რომ ახლა გააუპატიურებდნენ.

"მაესტროს" ინფორმაციით, ბიჭმა კოდუას თავში მძიმე საგანი ჩაარტყა, რის გამოც ის საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი. მოზარდის მშობლების თქმით, მათი შვილი ნერვიულობის ნიადაგზე ცუდად გახდა.