რა ხდება ”მედია პალიტრაში”? - კვირის პალიტრა

რა ხდება ”მედია პალიტრაში”?

საზოგადოებას დავპირდით, რომ ყოველკვირეულად მივაწვდიდით ინფორმაციას "მედიაპალიტრაში" დაწყებული მოულოდნელი  საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის შესახებ.

გასულ ორშაბათს გაცნობეთ, რომ შემოწმებაში საბაჟო სამსახურიც იყო ჩართული და "მედიაპალიტრის" ტვირთები - წიგნები, ქაღალდი და პოლიგრაფიული მასალები საბაჟოზე განსაკუთრებული სიმკაცრით ე.წ. "წითელ" რეჟიმში მოწმდებოდა.  საბაჟოზე მდგომარეობა უცვლელია. "კომპიუტერი" ყველა ჩვენს ტვირთს ჯიუტად "აწითლებს"...

ამჟამად, მედიასახლ "პალიტრის" ექვს ობიექტში ფინანსური საგადასახადო შემოწმება უკვე დაწყებულია. თითოეულ ორგანიზაციაში საგადასახადო შემოწმებას საშუალოდ ოთხ-ოთხკაციანი ჯგუფი აწარმოებს.

როგორც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, გასვლითი საგადასახადო შემოწმება 29 ივლისამდე გასტანს.

რაც შეეხება "მედიაპალიტრის" კომპანიებში ჩატარებული ინვენტარიზაციების შედეგებს, ჯერჯერობით საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებს არ წარმოუდგენიათ შესაბამისი აქტები საბოლოო შედეგებით.

დღეისთვის "მედიაპალიტრის" ყველა მედიასაშუალება ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.