სირიაში დემონსტრანტები დახოცეს - კვირის პალიტრა

სირიაში დემონსტრანტები დახოცეს

სირიაში განახლდა საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ასადის გადადგომის მოთხოვნით, რასაც ხელისუფლებამ სასტიკი დარბევით უპასუხა.

სამხედროებმა და უსაფრთხოების ძალებმა ჰომსში 9, იდლიბის პროვინციაში კი 14 დემონსტრანტი მოკლეს და ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილი 1000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს.