ათენის ცენტრი განადგურებულია - კვირის პალიტრა

ათენის ცენტრი განადგურებულია

ათენში საპროტესტო აქციისას განადგურდა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ათასობით ბერძენმა მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა გააპროტესტა, რომელიც სამუშაო ადგილების შემცირებას ითვალისწინებს.

აქციას და გაფიცვას პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა, რომლის დროსაც 30-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა, რამდენიმე ათეული დემონსტრანტი კი დააკავეს. ადგილობრივი პროფკავშირები საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებას აპირებენ.