სტროს-კანი გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

სტროს-კანი გაათავისუფლეს

ნიუ-იორკის სასამართლომ მსოფლიო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დომინიკ სტროს-კანი, რომელიც ერთ-ერთი სასტუმროს მოსამსახურის გაუპატიურების მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი, შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა.

მიზეზი საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებები გახდა, რომლის მიხედვითაც მოსამსახურემ სტროს-კანთან დაკავშირებით ცრუ ჩვენება მისცა. ჯერჯერობით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტაზე ლაპარაკი არ არის.