ტრიპოლის შტურმი ჩაიშალა - კვირის პალიტრა

ტრიპოლის შტურმი ჩაიშალა

ფრანგული შეიარაღებით გაძლიერებულმა მეამბოხეებმა ტრიპოლიზე იერიში მიიტანეს. მათ მუამარ კადაფის ციტადელს ქალაქ ბირ ალ-განამიდან შეუტიეს.

სამთავრობო ძალებმა ნაღმსატყორცნებითა და ზალპური საარტილერიო დანადგარებიდან მათ ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მეამბოხეებმა ქალაქ ბირ აიდასკენ დაიხიეს. ეს ბოლო თვეებში კადაფის მომხრეთა ყველაზე სერიოზული წარმატებაა.