ჯონ ბასს საარჩევნო შეთანხმება წინგადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია - კვირის პალიტრა

ჯონ ბასს საარჩევნო შეთანხმება წინგადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხში აქტიურადაა ჩართული დიპლომატიური კორპუსი. საქართველოში აშშ-ის ელჩ ჯონ ბასის განცხადებით, შეთანხმება,

რომელსაც აღწევენ ერთი მხრივ მმართველი ძალა, მეორე მხრივ კი ზოგიერთი პარტია, წინგადადგმული ნაბიჯია და ნაწილობრივ პასუხობს უკანასკნელი არჩევნების შემდეგ ეუთოს მიერ გამოთქმულ შეშფოთებას. ბასი იმედოვნებს, რომ ძალები, რომელთაც საარჩევნო შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, ეცდებიან საერთო ენის გამონახვას.