რეფერენდუმი არ ყოფილა - კვირის პალიტრა

რეფერენდუმი არ ყოფილა

საარჩევნო შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას ითვალისწინებს. დეპუტატთა რაოდენობა 235-დან 150-მდე 2003 წლის 2 ნოემბერს გამართული რეფერენდუმით ამომრჩეველმა შეამცირა. კანონმდებლობით კი რეფერენდუმის შედეგის გაუქმება ისევ რეფერენდუმით შეიძლება.

მმართველმა პარტიამ 8 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ რეფერენდუმი უკანონო ყოფილა, რადგან არ იყო დაცული კონსტიტუციის მოთხოვნა და ის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ ჩატარებულა - თბილისი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს 2003 წელსაც ვერ აკონტროლებდა. შესაბამისად, პარლამენტართა რაოდენობა გაიზრდება საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლის კანონპროექტიც საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში შევა.