ახალი პოლიტიკური ბლოკი? - კვირის პალიტრა

ახალი პოლიტიკური ბლოკი?

ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ოპოზიციური "ექვსიანი" საარჩევნო გარემოს შესაცვლელად ბრძოლას მეტი ინტეგრაციით განაგრძობს. დავით უსუფაშვილის განმარტებით, ეს ინტეგრაცია, შესაძლოა, პოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბებაც იყოს.

"ექვსიანის" წევრები სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ. შეგახსენებთ, რომ "ახალი მემარჯვენეებისა" და ქდმ-ის წასვლის შემდეგ ამ გაერთიანებაში დარჩნენ "თავისუფალი დემოკრატები", რესპუბლიკური პარტია, "ეროვნული საბჭო", "კონსერვატორები", "ხალხის პარტია" და "საქართველოს გზა".