მაინც დაამტკიცეს - კვირის პალიტრა

მაინც დაამტკიცეს

ქართული ეკლესიისა და საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, ხელისუფლებამ სამოქალაქო კოდექსში ცვლილება რელიგიური კონფესიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაშური ოპერატიულობით დაამტკიცა.

კერძოდ, 5 ივლისს პარლამენტმა ცვლილება ზედიზედ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო, 6 ივლისს კანონს ხელი პრეზიდენტმა მოაწერა, 7 ივლისს კი ნორმა "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი უკვე ძალაშია.