ეკლესიის მხარდასაჭერად - კვირის პალიტრა

ეკლესიის მხარდასაჭერად

პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რელიგიურ კონფესიებს საჯარო იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება მიეცა, ათი ათასზე მეტმა მოქალაქემ გააპროტესტა. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელების მეშვეობით მოხერხდა. ხალხი ქაშუეთთან შეიკრიბა და წმინდა სამების ტაძრისკენ გაემართა.

მსვლელობას სასულიერი პირები ხატებითა და ჯვრებით მიუძღოდნენ. პრეზიდენტის სასახლესთან მიახლოებულმა მსვლელობის მონაწილეებმა ტაშიც დაუკრეს, სამების ტაძარი კი მათ ზარების რეკვით შეხვდა. აქციის მონაწილენი კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა. საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა კი ქადაგებისას ბრძანა, რომ მათი სურვილი უმცირესობების შევიწროება კი არა, ის არის, რომ მიღებული კანონებით ქვეყანაში ერთსულოვნება და მშვიდობა არ დაირღვეს.