ილია II რუსეთის პატრიარქს 26 ივლისს შეხვდება - კვირის პალიტრა

ილია II რუსეთის პატრიარქს 26 ივლისს შეხვდება

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია  II მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს 26 ივლისს უკრაინაში შეხვდება.

ილია  II უკრაინას 25-30 ივლისს ეწვევა. კირილთან შეხვედრამდე საქართველოს პატრიარქმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქართულ-რუსულ ურთიერთობაზე ისაუბრა და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთმა 200 წლის განმავლობაში ვერ დაინახა ქართველი ხალხის პატივისცემა და სიყვარული.

უწმინდესმა ბრძანა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა აუცილებლად უნდა აღდგეს.