პატარკაციშვილის ოჯახი ხელისუფლებას მოურიგდა - კვირის პალიტრა

პატარკაციშვილის ოჯახი ხელისუფლებას მოურიგდა

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა გადაწყვიტა, მორიგებით დაასრულოს დავა, რომელიც სამი წელი გრძელდებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან, საერთაშორისო არბიტრაჟში და შეეხებოდა ოჯახისათვის მთაწმინდის პარკისა და სამაუწყებლო კომპანია "იმედის" დაკარგვის გამო ზარალის ანაზღაურებას.

მოდავე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტექნიკური დეტალების შესრულებისთანავე, შეწყვეტენ არბიტრირებას და წერტილს დაუსვამენ დავას. პატარკაციშვილის ოჯახის განმარტებით, ამის მიზეზი ისიც არის, რომ საქართველოს ბიუჯეტს არ დასწოლოდა ფინანსური ტვირთი, მეორე მხრივ კი მთელი ძალისხმევა იმ პროექტებს მოხმარდება, რომელთა განხორციელებაც ბადრი პატარკაციშვილს სურდა (ვრცლად იხ. გვ. 15).