გრიფით "საიდუმლო" #2 - კვირის პალიტრა

გრიფით "საიდუმლო" #2

ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიას ჰოსპიტალიზაციის ამბავი რატომღაც გასაიდუმლოებულია. კერძოდ, ქობალია კლინიკა "მედიქალ ქლაბ ჯორჯიაში" გადაიყვანეს.

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს ეს ცნობა კლინიკაში თავდაპირველად დაუდასტურეს და კორესპონდენტმა ქობალიას იქ ყოფნის ამსახველი ფოტომასალის მოპოვებაც შეძლო.

თუმცა ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ამტკიცებდა, რომ მინისტრი ჩვეული განრიგით მუშაობდა. მოგვიანებით, სამინისტროს მხარი აუბა კლინიკამაც და კატეგორიულად უარყო ქობალიას ჰოსპიტალიზაციის ამბავი. გაუგებარია, რატომ დაადეს ქობალიას ჰოსპიტალიზაციას გრიფი "საიდუმლო".