რა დაგვიჯდა CNN - კვირის პალიტრა

რა დაგვიჯდა CNN

ქართული ტელეარხების ცნობით, ტელეკომპანია CNN-მა საქართველოს შესახებ გადაცემების ციკლის მომზადება დაიწყო, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა მარკ მალენმა კი განაცხადა, რომ ეს სარეკლამო პროდუქტია და ფული "ინვესტ ინ ჯორჯიამ" გადაიხადა.

მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია თანხის ოდენობის შესახებაც - 4 მილიონი დოლარი. მაგრამ ამ ცნობას კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ სისულელე უწოდა.