რა ხდება "მედიაპალიტრაში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "მედიაპალიტრაში"?

შემოწმების დაწყებიდან 35-ე დღისთვის საგადასახადო სამსახურის 22 თანამშრომელი  "მედიაპალიტრის" 6 ორგანიზაციაში ფინანსურ აუდიტს განაგრძობს. შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, რევიზიის ვადა 29 ივლისამდეა განსაზღვრული.

საგადასახადო ინსპექტორები ყოველდღიურად ცხადდებიან "მედიაპალიტრაში" და საგულდაგულოდ სწავლობენ ფინანსურ დოკუმენტაციას. იმდენად საგულდაგულოდ, რომ ხანდახან სამუშაო საათების შემდეგაც უწევთ მუშაობა მათაც და მედიასახლის ბუღალტრებსაც. ძირითადად ფინანსური საქმიანობის შესწავლა ადგილზე, "მედიაპალიტრის" ოფისში მიმდინარეობს, თუმცა არის შემთხვევები, როცა დოკუმენტების დედნების მთელი წყების ამოღება ხდება ბუღალტერიიდან, შემოსავლების სამსახურში მათ გადასამოწმებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ინვენტარიზაციები კარგა ხნის დასრულებულია, საგადასახადო სამსახურს ჯერ არ წარმოუდგენია ინვენტარიზაციის შედეგები.

შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა "მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში არაგეგმური შემოწმება 7 ივნისს ერთდროულად დაიწყო.  სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის პროცესში დალუქული იყო რამდენიმე ორგანიზაციის საწყობები.