ჰამერბერგი გვაკრიტიკებს - კვირის პალიტრა

ჰამერბერგი გვაკრიტიკებს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამერბერგმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაა გაკრიტიკებული.

კერძოდ, ანგარიშში ლაპარაკია მსჯავრდადებულების არასათანადო პირობებზე, ოპოზიციის აქტივისტების ბრალდებების საეჭვო გარემოებებზე, საპროცესო შეთანხმების გაუმჭვირვალობაზე, ადვოკატთა უფლებების შეზღუდვასა და სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, სადაც მხარეთა თანასწორუფლებიანობა პროკურატურის სასარგებლოდ არის დარღვეული.