აშშ-სა და სირიას შორის ურთიერთობა დაიძაბა - კვირის პალიტრა

აშშ-სა და სირიას შორის ურთიერთობა დაიძაბა

აშშ-სა და სირიას შორის ურთიერთობა უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამ ქვეყანაში ამერიკის ელჩი რობერტ ფორდი ოფიციალური დამასკოს ნების საწინააღმდეგოდ ქალაქ ჰამაში ჩავიდა, რომელიც პროტესტის კერად მიიჩნევა.

ელჩმა ჰამა მალევე დატოვა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სირიისთვის, აშშ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაედანაშაულებინა. ჰამაში კი გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომას მოითხოვენ.