სამხრეთი სუდანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა - კვირის პალიტრა

სამხრეთი სუდანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა

სამხრეთ სუდანი ოფიციალურად გამოეყო სუდანის რესპუბლიკას და გაეროს მიერ აღიარებული 193-ე ქვეყანა გახდა. სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობა 21-წლიანი სამოქალაქო ომის შედეგად მოიპოვა, რამაც ორ მილიონამდე კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2005 წელს გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით, სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების უფლება მიიღო. 2011 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 98%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა.