აქციები, ვერსიები - კვირის პალიტრა

აქციები, ვერსიები

"ფოტოგრაფების საქმეს" საზოგადოების მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა და ფოტორეპორტიორებმა "მოდულთან" რამდენიმე სოლიდარობის აქცია გამართეს. ოპოზიციის ნაწილის აზრით, ხელისუფლება ამ აქციით აქტუალური თემების მიჩქმალვას ცდილობს.

ექსპერტების მტკიცებით კი ხელისუფლებას ჯაშუშომანია დაეწყო. შსს-ს ვერსიაში ეჭვი შეიტანეს ჟურნალისტებმაც. მაგალითად, ზვიად ქორიძემ შსს-ს მასალებს შეთითხნილი საქმის ნიმუში უწოდა. "კავკასიის" ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა კი განაცხადა, რომ საზოგადოების ინტერესი დაკმაყოფილებული არ არის.