"მე თავს გავწირავ სიმართლის დასადგენად" - კვირის პალიტრა

"მე თავს გავწირავ სიმართლის დასადგენად"

გაზეთი  "ალია" საკუთარ ვებგვერდზე ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის საგანგებო განცხადებას აქვეყნებს:  "მივმართავ თხოვნით ყველა ჟურნალისტს, ვისაც აღელვებს სიმართლისა და ჭეშმარიტების დადგენა ამ უსამართლო საქმეზე, რომელსაც სჩადის ხელისუფლება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.

არ დაუთმოთ და არ დაუშვათ კიდევ ერთი უკანონობის გატანა, როგორიც იყო, მაგალითად,"იმედის", "მეცხრე არხის", "იბერიისა" და უამრავი სხვა მაგალითის სახით. არ შეშინდეთ. მე თავს გავწირავ სიმართლის დასადგენად, რადგან თქვენი იმედი მაქვს. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ჩვენ, არ მივცეთ ახალი "ენვერების" სცენარის გათამაშების უფლება. დღეს ებრძვიან "ალიას", ხვალ ვინ იქნება?" - ნათქვამია განცხადებაში.