აშშ სამართლიან გამოძიებას ელის - კვირის პალიტრა

აშშ სამართლიან გამოძიებას ელის

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველი ფოტორეპორტიორების საქმის სამართლიან გამოძიებას ელის", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ოთხი ფოტორეპორტიორის დაკავება მედიის თავისუფლების შეზღუდვად შეფასდეს, ნულანდმა განაცხადა, რომ ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლებასაც იმავეს ეტყვიან, რასაც სხვა ხელისუფლებებს ეუბნებიან."ჩვენ ველოდებით თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიებას", - დასძინა ნულანდმა.