კოალიცია "თავისუფალი არჩევანი" - კვირის პალიტრა

კოალიცია "თავისუფალი არჩევანი"

ოპოზიციურმა "ექვსიანმა" პოლიტიკური კოალიცია "თავისუფალი არჩევანი" ჩამოაყალიბა. მისი მიზანი არჩევნებზე მილიონი ამომრჩევლის მიყვანა და ხელისუფლების შეცვლა იქნება.

"თავისუფალი არჩევანი" ახალჩამოყალიბებულ სამოქალაქო ორგანიზაციასთან "სამოქალაქო მოძრაობა თავისუფალი არჩევანისთვის" კოორდინირებულად იმოქმედებს. "ექვსიანის" წარმომადგენლები არაოფიციალურად აღიარებენ, რომ "თავისუფალი არჩევანი" მომავალი ერთობლივი საარჩევნო ბლოკის მონახაზია.