ქრისტიან-მემარჯვენული ბლოკი? - კვირის პალიტრა

ქრისტიან-მემარჯვენული ბლოკი?

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები "რვიანიდან" წასული ქრისტიან-დემოკრატებისა და "ახალი მემარჯვენეების" გარშემო.

გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიძლება ვიხილოთ ახალი ოპოზიციური ბლოკი ქრისტიან-დემოკრატების, მემარჯვენეების, ედპ-ის, "მრეწველების" და "ჩვენ თვითონ"-ის მონაწილეობით. ეს ინფორმაცია ზემოხსენებულ პარტიებს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.