ტერაქტი მუმბაიში - კვირის პალიტრა

ტერაქტი მუმბაიში

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მომხდარ ტერაქტს 20-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, 141 - დაიჭრა. აფეთქება ოქროს ბაზარში მოხდა და ქუჩებში ოქრო და ძვირფასი თვლები მიმოიფანტა. სამართალდამცველებს ეჭვი ტერორისტულ ორგანიზაციებზე "ინდოელ მოჯაჰედებსა" და "ლაშქარ-ი-თაიბაზე" აქვთ, რომლებმაც მუმბაიში 2008 წელსაც მოაწყვეს ტერაქტი.