იფნარის ევაკუაცია - კვირის პალიტრა

იფნარის ევაკუაცია

რამდენიმე დღის წინ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარიდან მოსახლეობა სასწრაფოდ გაიყვანეს. მიზეზი ლიპის წყალსაცავის ჯებირის დაზიანება გახდა, რისგანაც შესაძლებელი იყო, იფნარი დატბორილიყო. მაშველებმა ავარიული ონკანის გახსნა შეძლეს და მოსახლეობა სახლებში დაბრუნდა. გრძელდება 65 წლის ქსენია შავაძის ძებნა, რომელიც თეთრიწყაროში მოვარდნილმა ღვარცოფმა გაიტაცა.