რა ხდება "მედიაპალიტრაში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "მედიაპალიტრაში"?

18 ივლისი. ორშაბათი. შემოწმების დაწყებიდან 42-ე დღისთვის შემოსავლების სამსახური განაგრძობს ფინანსურ აუდიტს "მედიაპალიტრის" 6 ორგანიზაციაში.

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის (ჩატარდა "მედიაპალიტრის" 4 ორგანიზაციაში) შედეგები საგადასახადო სამსახურს ამ დრომდე არ წარმოუდგენია. მათი წარმოდგენის ვადა 18 ივლისს და 27 ივლისს იწურება.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა "მედიაპალიტრის" 6 სხვადასხვა სტრუქტურაში არაგეგმური შემოწმება ერთდროულად დაიწყო. სასაქონლო მატერიალურ-ფასეულობათა ინვენტარიზაციის პროცესში დალუქული იყო რამდენიმე ორგანიზაციის საწყობები.

"პალიტრამედია" მადლობას უხდის ყველას, ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს ჩვენს მედიასახლში მიმდინარე შემოწმებას.