შსს-მ 16 თანამშრომელი დასაჯა - კვირის პალიტრა

შსს-მ 16 თანამშრომელი დასაჯა

შსს-ს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, დისციპლინური წესდების დარღვევისთვის სამსახურიდან გაათავისუფლა 4 თანამშრომელი, ერთი ჩამოაქვეითა, სამს სასტიკი საყვედური, რვას კი საყვედური გამოუცხადა. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო პროკურატურის მიმართვა, მედიის მიერ გავრცელებული კადრები და სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები. სახალხო დამცველი შსს-ს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. კერძოდ, ომბუდსმენის ცნობით, პასუხისმგებლობა მხოლოდ იმათ დაეკისრათ, რომელთაც აქციის დაშლისას გადაამეტეს უფლებამოსილებას და შესასწავლია იმათი ქმედებებიც, რომლებიც დაკავების ადგილებში სცემდნენ და არასათანადოდ ეპყრობოდნენ აქციის მონაწილეებს.