ალასანიას ონლაინი - კვირის პალიტრა

ალასანიას ონლაინი

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "ფეისბუქით" ონლაინკონფერენცია გამართა და მრავალ საკითხზე ისაუბრა. ალასანიამ აღნიშნა, რომ კოალიცია„"თავისუფალი არჩევანის", რომელიც ოპოზიციური "ექვსიანის" ბაზაზე შეიქმნა, პოლიტიკურ ბლოკად ჩამოყალიბებაზე საუბარი ნაადრევია.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ისიც განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ახლებური ურთიერთობების დაწყების შანსი ხელიდან გაუშვა და უკვე ყველაფერი დაგვიანებულია. მან დაკავებულ ფოტორეპორტიორებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქმის გასაიდუმლოება კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართული მართლმსაჯულების პრობლემურობაზე.