პატრიარქის ნათლული 500 ჩვილი გახდა - კვირის პალიტრა

პატრიარქის ნათლული 500 ჩვილი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ 500 ჩვილი მონათლა და ნათლულები დალოცა. სულ პატრიარქს 9000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.მანამდე, სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. "უმადური ადამიანი უფალს არ უყვარს", - ბრძანა უწმინდესმა. წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც  ესწრებოდა, რომელიც პატრიარქს გაესაუბრა.