წმინდა სინოდმა მდგომარეობა განმუხტა - კვირის პალიტრა

წმინდა სინოდმა მდგომარეობა განმუხტა

დაძაბულობა, რომელიც პარლამენტის მიერ რელიგიური კონფესიებისთვის საჯარო იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებულ კანონპროექტს მოჰყვა, წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განიმუხტა.

წმინდა სინოდმა მოუწოდა ხელისუფლებას, მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტები საპატრიარქოსთან კონსულტაციების გარეშე არ მიიღოს; დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებზე; სახელმწიფომ გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით;  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა და სხვა ქმედებები აღიარებულ იქნას უკანონოდ; შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. პარლამენტი სინოდის მოწოდებებს ბიუროს სპეციალური სხდომით გამოეხმაურა და დაეთანხმა. კონკორდატზე მონიტორინგის კომიტეტი უახლოეს მომავალში შეიქმნება.