დამოუკიდებელი მედიასაშუალებების სოლიდარობა - კვირის პალიტრა

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების სოლიდარობა

დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ეთერით ერთსაათიანი აქცია-მარათონი გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ ტელეკომპანიები "მაესტრო", "კავკასია", "თრიალეთი" და 25-ე არხი; ინტერნეტტელევიზიები "პალიტრა TV" და "ობიექტივი"; რადიოები "პალიტრა", "მაესტრო", "უცნობი", ობიექტივი";.

აქციის მონაწილე მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, ფოტორეპორტიორების საქმის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ეთერის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ, რომ აღიარებითი ჩვენებები არაფერს ნიშნავს, რადგან არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ჩვენებები ზეწოლითაა მოპოვებული. "პალიტრა TV"-ისა და რადიო "პალიტრის" ეთერში კი ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ გიორგი აბდალაძეს შიმშილობა თანასაკნელზე ფიზიკური ზეწოლის მუქარით შეაწყვეტინეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.