ვინ ცრუობს? - კვირის პალიტრა

ვინ ცრუობს?

მედიის წარმომადგენელთა მტკიცებით, ჟურნალისტებთან შეხვედრისას შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს გაკვირვება გამოუთქვამს იმის გამო, რომ ფოტორეპორტიორების საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს, რომ საქმის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდია გასაიდუმლოებული, დანარჩენ მასალებზე საუბრისგან კი ადვოკატებს არავინ ზღუდავს.

ადვოკატები ამბობენ, რომ მათ სამართალდამცველებმა ხელწერილი ჩამოართვეს, რათა არ გახმაურებულიყო საქმის არც ერთი მონაკვეთი. აღსანიშნავია, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებაც: "უწყების ფოტოკორესპონდენტ გიორგი აბდალაძეს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა, თუმცა ის ფოტოსურათებს რამდენიმე კომპიუტერის საშუალებით ტვირთავდა და შესაძლოა, საიდუმლო მასალები მოიპოვა კიდეც". მანამდე კი მისი მოადგილე ნინო კალანდაძე აცხადებდა, რომ საგარეო უწყების სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა თანამშრომელს აქვს შეხება კონფიდენციალურ ინფორმაციასთან