რა თქვა მერაბიშვილმა - კვირის პალიტრა

რა თქვა მერაბიშვილმა

შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფოტორეპორტიორების საქმეზე  შეხვდა ჟურნალისტებს - ნინო ზურიაშვილს, ნინო დანელიას, შორენა შავერდაშვილს, ია ანთაძეს, ლაშა ტუღუშს, ზვიად ქორიძეს და საია-ს წარმომადგენელ თამარ კორძაიას.

მერაბიშვილმა გაიკვირვა, რომ ფოტოკორესპონდენტების საქმის ყველა მასალას გრიფი "საიდუმლო" ადევს და აღნიშნა, რომ მედია დაკავებულების ჯაშუშობასთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულებას სასამართლოზე მიიღებს. ჟურნალისტები გააკვირვა მერაბიშვილის ფრაზამ: "აბდალაძე გიორგაძის კაცია". ჟურნალისტებმა ვერ მიაღწიეს მთავარს - მერაბიშვილმა მათ დაკავებულების თავდებით გათავისუფლებაზე უარი უთხრა.