"აღიარება" - კვირის პალიტრა

"აღიარება"

პირველი აღიარებითი ჩვენება პრეზიდენტის პირადმა ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ მისცა. მოგვიანებით ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ფოტოკორესპონდენტების საქმეში EPA-ს თანამშრომელ ზურაბ ქურციკიძის ჩვენებაც დევს. საგარეო უწყებისა და "ალია ჰოლდინგის" თანამშრომელი გიორგი აბდალაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, თუმცა შიმშილობა შეწყვიტა.

მაშინვე გამოითქვა ეჭვი, რომ აბდალაძემ ეს ზეწოლით გააკეთა. 16 ივლისს მესამე "რგოლიც" გატყდა - გიორგი აბდალაძემ აღიარებითი ჩვენება მისცა. აღიარებით ჩვენებას გამომძიებელთან ერთად მისი ადვოკატებიც ესწრებოდნენ. ადვოკატ ეკა ბესელიას მტკიცებით, აღიარებით ჩვენებამდე 10 წუთით ადრე აბდალაძემ მას აცნობა, რომ უკან დახევას არ აპირებდა. ამ აღიარებამ გაამძაფრა ეჭვებიც და ჟურნალისტების სოლიდარობის გრძნობაც. მართლაც ბევრი უცნაურობა და თეთრი ძაფია ამ საქმეში, რომელსაც უკვე გულუბრყვილოებიც კი ამჩნევენ