ტრაგედია ნორვეგიაში - კვირის პალიტრა

ტრაგედია ნორვეგიაში

ოსლოს სამთავრობო კვარტალში აფეთქებას 7 კაცი შეეწირა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია დატრიალდა კუნძულ უტოიაზე, სადაც ნორვეგიის მუშათა პარტიის საზაფხულო ბანაკზე თავდასხმის გამო ბოლო მონაცემებით 84 კაცი დაიღუპა. ტერორიზმში ეჭვმიტანილი 32 წლის ანდერს ბერინგ ბრეივიკი პოლიციამ დააკავა. ნორვეგიული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბრეივიკს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ახალგაზრდულ ბანაკში საქართველოს ორი მოქალაქე - ნათია ჩხეტიანი და თამთა ლიპარტელიანიც იყვნენ. საბედნიეროდ, ისინი დაღუპულთა სიაში არ ფიგურირებენ.