კადაფის მეორე ფრონტი გაუხსნეს - კვირის პალიტრა

კადაფის მეორე ფრონტი გაუხსნეს

ლიბიელმა მეამბოხეებმა მუამარ კადაფის მეორე ფრონტი გაუხსნეს. კადაფის ძალები ბრეგასა და მისურათთან იყვნენ მობილიზებული.მეამბოხეებმა კი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რაიონში ახალი ფრონტი გახსნეს და უბრძოლველად დაიკავეს "ალ-ვიხის" სამხედრო ბაზა. ისინი ქალაქ ტარაგინსა და საბჰას მიუახლოვდნენ. თუ მეამბოხეებმა საბჰა დაიკავეს, ისინი ნიგერთან დამაკავშირებელ გზას დაეუფლებიან, საიდანაც კადაფი იარაღსა და პროდუქტს იღებს.