მორიგი ულუფა WikiLeaks-ისგან - კვირის პალიტრა

მორიგი ულუფა WikiLeaks-ისგან

WikiLeaks-მა საქართველოს შესახებ გაავრცელა მორიგი მასალა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თინა ქეიდენაუს საუბრის შინაარსს ასახავს.მასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ქართული მედიის მთავარ პრობლემად ის მიაჩნია, რომ ჟურნალისტებმა ინგლისური არ იციან. WikiLeaks-ი გვამცნობს, რომ ორი წლის წინ ქეიდენაუმ შეშფოთება გამოთქვა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის გამო, მაგრამ სააკაშვილმა განუცხადა, რომ ბაჩო ახალაიამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისას მაფია დაამარცხა. მიუხედავად ამისა, ქეიდენაუმ პრეზიდენტს მოუწოდა, გაეაზრებინა, რა გავლენა იქონია ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნამ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე.