ანძა იყიდება - კვირის პალიტრა

ანძა იყიდება

საქართველოს მთავრობა თბილისის ანძის მმართველ კომპანია "ალფა კომის" მართვის უფლებას 100.000 ლარად ყიდის.ელექტრონული აუქციონი 1-ელ აგვისტოს გაიმართება. კომპანიის ახალი მმართველი ვალდებული იქნება 4 წლის განმავლობაში 12 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს და მას პროფილი არ შეუცვალოს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი კი არ გამორიცხავს, რომ ანძის ახალმა მმართველმა ტარიფები გაზარდოს, რაც დააზარალებს მცირე მაუწყებლებს, რომელთაც ნაციონალური არხების მსგავსი რესურსები არა აქვთ.