ვინ გააძვირა მგზავრობა - კვირის პალიტრა

ვინ გააძვირა მგზავრობა

თბილისელებმა დღემდე ვერ მიიღეს ოფიციალური პასუხი, თუ ვინ გააძვირა სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა.ტენდერში გამარჯვებული კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" მგზავრობის გაძვირებაში მძღოლებს ადანაშაულებს, მძღოლები ხელს ამ კომპანიისა და მერიისკენ იშვერენ, თბილისის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ფასებს ბაზარი არეგულირებს და თავად ამ პროცესში არ ერევა. ექსპერტების თქმით, "თბილისის მიკროავტობუსის" საშუალებით მერიამ სამარშრუტო ბაზარზე მონოპოლია შექმნა და არ არის გამორიცხული, მგზავრობა 1 ლარიც კი გახდეს.