დიდი გამოსახლება-3 - კვირის პალიტრა

დიდი გამოსახლება-3

დევნილები კიდევ სამი ობიექტიდან გამოასახლეს. გამოსახლების მესამე ტალღამ ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი შენობიდან, უზნაძის ქუჩის #8-იდან და სამღერეთის ქუჩიდან უექსცესოდ ჩაიარა. სამაგიეროდ, დაძაბული მდგომარეობა იყო ვარკეთილში, 204-ე ბაგა-ბაღში, სადაც დევნილები პოლიციელებს შენობაში არ უშვებდნენ. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა მოახერხეს შენობაში შესვლა. მცირე შეხლა-შემოხლისას რამდენიმე ადამიანმა გონება დაკარგა.

დევნილებს ალტერნატიული ფართები კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში შესთავაზეს, სადაც წასვლაზე დევნილთა ერთმა ნაწილმა უარი განაცხადა.