ოქრუაშვილმა გაჩეჩილაძე ღალატში დაადანაშაულა - კვირის პალიტრა

ოქრუაშვილმა გაჩეჩილაძე ღალატში დაადანაშაულა

"ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ყოფილი თანაგუნდელი ლევან გაჩეჩილაძე ღალატში დაადანაშაულა. როგორც ოქრუაშვილმა "მაესტროს" განუცხადა, გაჩეჩილაძემ პარტიის გეგმა და ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლის სცენარი ხელისუფლებას მიჰყიდა. ოქრუაშვილმა თანხაც დაასახელა - 5 მილიონი დოლარი.

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ნინო ბურჯანაძე "სახალხო კრებასა" და "ქართულ პარტიას" შორის კონსენსუსის მიღწევის ჩაშლაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას 1 კი არა, 0,1 გრამი ჭკუაც არასოდეს ჰქონია. ოქრუაშვილს ლევან გაჩეჩილაძის მეგობარი კოკა გუნცაძე გამოეხმაურა და მას "გაფარჩაკებული და გაბახებული კაცი" უწოდა.

(ვრცლად იხ. გვ. 7)