პრეზიდენტმა კითხვები დავით აღმაშენებელთან გადაამისამართა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა კითხვები დავით აღმაშენებელთან გადაამისამართა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძარში სტუმრობისას განაცხადა, რომ ზოგიერთი "უტვინოდ და იაფფასიანად" ცდილობს რელიგიური კონფესიებისა და ეთნიკური უმცირესობების თემაზე ქულების დაწერას და კითხვებს სვამს. სააკაშვილმა ისინი გადაამისამართა დავით აღმაშენებლთან, რომელიც მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო და ამავე დროს, მეჩეთსა და სინაგოგაშიც ლოცულობდა. პრეზიდენტის თქმით, მისი მთავრობის დროს საქართველოში 500 ეკლესია აღდგა. ისე, დავით აღმაშენებელმა საქართველოს პოლიტიკური ცენტრი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა და რატომ დაიწყო ხელისუფლებამ უკუპროცესი, გაუგებარია.