პრეზიდენტის მტკივნეული წერტილი - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის მტკივნეული წერტილი

მიხეილ სააკაშვილმა რისხვა დაატეხა თავს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელსა და კინომცოდნე გოგი გვახარიას.ამის მიზეზი ის იყო, რომ ამაშუკელმა - "ცხელ შოკოლადში", გვახარიამ კი რადიო "თავისუფლების" ბლოგზე ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობები გააკრიტიკეს. მათ სააკაშვილმა სულ "ვაი შენს პატრონსა" და "რუსეთის მონის კლასიკური ტიპი" ეძახა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობას მხოლოდ ყვითელი პრესა აკრიტიკებს. როგორც ჩანს, პრეზიდენტზე დიდად არ მოქმედებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, რომლებშიც გაკრიტიკებულია ქვეყანაში არსებული დემოკრატიული გარემო, საარჩევნო მდგომარეობა, საკადრო თუ ეკონომიკური საკითხები. სამაგიეროდ, საკმარისია, ვინმე შეეხოს "რედისონის" ან "შერატონის" პროექტს, ქვეყნის პირველ პირს უმწვავესი რეაქცია აქვს

(ვრცლად იხ. გვ. 30)