ილია II რუსეთის პატრიარქს კიევში შეხვდება - კვირის პალიტრა

ილია II რუსეთის პატრიარქს კიევში შეხვდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქ კირილს 26 ივლისს კიევში, კიევ-პეჩორის ლავრაში შეხვდება და სხვა სასულიერო პირებთანაც გამართავს შეხვედრას. "ურთიერთნდობა დღეს დარღვეულია, თუმცა არა ბოლომდე. ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ ერთმანეთის მიმართულებით და აუცილებლად მივალთ ერთმანეთამდე", - ბრძანა პატრიარქმა.