პატრიარქმა ჟურნალისტები დალოცა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა ჟურნალისტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოს რეზიდენციაში ის ჟურნალისტები მიიღო, რომლებმაც დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან აქცია გამართეს.როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, ფოტორეპორტიორების საქმე მთელ საქართველოს აღელვებს. უწმინდესის თქმით, ჟურნალისტები უმეტესად ნეგატიურ ამბებს აშუქებენ, რაც მოსახლეობაზე ცუდად მოქმედებს, და მედიის მუშაკებს მოუწოდა, პოზიტიური მოვლენებიც გააშუქონ. უწმინდესმა ჟურნალისტები დალოცა.