ნათია გედენიძეს გირაოს თანხა უკან დაუბრუნდება - კვირის პალიტრა

ნათია გედენიძეს გირაოს თანხა უკან დაუბრუნდება

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის მეუღლეს ნათია გედენიძეს გირაოს თანხა უკან დაუბრუნდება.ნიკოლაიშვილის თქმით, იმის გამო, რომ ფოტორეპორტიორებთან საპროცესო შეთანხმება თანხის გარეშე გაფორმდა, ნათია გედენიძეს გირაოს თანხა, 10.000 ლარი უკან დაუბრუნდება.